1746162090
კონფლიქტები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება

უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება, - ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა.
Fox News-სთან ინტერვიუში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა თითოეულმა მხარემ იცის, თუ რა პირობებს აყენებს მეორე მხარე მშვიდობის მისაღწევად. ახლა კი, ყველაფერი „რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული“.
„უნდა შეთანხმდნენ და შეაჩერონ ეს სასტიკი კონფლიქტი. ეს მალე არ დასრულდება. დიახ, უკრაინელები გაბრაზებულები არიან, რადგან მათ თავს დაესხნენ. თუმცა, ისინი ათასობით ჯარისკაცს კარგავენ. იმედი მაქვს, ორივე მხარე გონს მოეგება. და თუ ასე მოიქცევიან, ეს იმიტომ მოხდება, რომ დონალდ ტრამპმა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება შესთავაზა“, - დასძინა ვენსმა.