Loading data...
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხომ უნდა მივაღწიოთ, კონგრესის დახმარება დღესვე გვჭირდება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ვერ დაელოდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს. 

ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა. 

„ვისურვებდი, კონგრესს არ შეეჩერებინა დახმარება და ხმა მიეცა (უკრანისთვის დახმარების გამოყოფის სასარგებლოდ). შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებამდე ხომ უნდა მივაღწიოთ. ჩვენ კი, თითო დღით ვცხოვრობთ. ყოველდღიურად გვიცავენ მებრძოლები და ყოველდღიურად ვკარგავთ ხალხს. ამიტომ, სიმართლე ითქვას, ნოემბრამდე მიღწევაა საჭირო. არა მხოლოდ უნდა გადავრჩეთ, არამედ რუსეთზე ძლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ყველას გვჯერა ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვების. სხვა ალტერნატივა არაა“, - ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება და კონგრესი უნდა დაარწმუნონ, რომ ეს დახმარება უკრაინისთვის უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს.