1784722592
კონფლიქტები
აფხაზმა დეპუტატებმა ფიცი მხოლოდ აფხაზურ ენაზე უნდა დადონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრებმა ფიცი მხოლოდ აფხაზურ ენაზე უნდა დადონ. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
შესაბამისი ცვლილებები დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა „სახალხო კრების დეპუტატის სტატუსის შესახებ“ კანონში დაამტკიცეს.
ინიციატივა პარლამენტში ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ შეიტანა.
კანონის მიხედვით. ე.წ. დეპუტატი, რომელიც ფიცის დადებაზე უარს იტყვის, პარლამენტარის უფლებამოსილებას ვერ შეასრულებს.
ფიცის დადების პროცედურის ჩატარების წესს და ფიცის ტექსტს ე.წ. პარლამენტი ცალკე დაამტკიცებს.