Loading data...
აფხაზეთში ორი კაცი დაკრძალეს, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ადამიანი დაკრძალეს, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ და უკრაინაში დაიღუპნენ. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

დაღუპულები გენადი ციბულკო და ბატალ შაკაია უკრაინაში მოხალისეებად წავიდნენ. მათი დაღუპვის დეტალები უცნობია.

დაკრძალვას სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა და ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.