1739601588
კონფლიქტები
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ე.წ. პრეზიდენტად კენჭს იყრის 5 ადამიანი. ესენია ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. ე.წ პრეზიდენტის პოსტზე არჩევის ყველაზე დიდი შანსი აქვს ბადრა გუნბას და ადგურ არძინბას.
ე.წ. არჩევნებში 135 ათასი ამომრჩეველი მონაწილეობს. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, მოსკოვსა და ჩერკასკში ჩატარდება. ე.წ. არჩევნებს საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.