Loading data...
აფხაზეთის თავზე 30 დრონი იყო დაფიქსირებული - ადგურ გუმბა

ოკუპირებულია აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდლის, ადგურ გუმბას ცნობით, რეგიონის თავზე 30 უპილოტო საფრენი აპარატი იყო დაფიქსირებული, რომელთაგან 99% განადგურებული იყო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ მასიური გამოყენების ფაქტი. ისინი ბევრ რეგიონში იყო აღმოჩენილი და ჩვენი და რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით დრონების განადგურება მიმდინარეობს“, - განაცხადა აფხაზმა გენერალ-ლეიტენანტმა.

გუმბას თქმით, ჩამოგდებული აპარატების ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში იყო აღმოჩენილი. მისი განცხადებით, დრონები როგორც რაკეტებით, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით იყო განადგურებული.