Loading data...
ალან გაგლოევი მოსკოვში იმყოფება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას „ეხო კავკახა“ ავრცელებს.

გაგლოევის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მას მოსკოვში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მაგრამ არ აკონკრეტებენ, თუ ვის შეხვდება ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი.

რამდენიმე კვირის წინ ცხინვალში სკანდალი მოხდა, როდესაც ე.წ. უშიშროების მინისტრმა ოლე შირანმა თანამდებობიდან თავისი პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტუაევი გადააყენა. ტუაევი გაგლოევის ახლო მეგობარია. ოლეგ შირანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაგლოევმა ის თავად თანამდებობიდან გადააყენა.

ამჟამად დე ფაქტო უშიშროების სამინისტროს ცხინვალში მოსკოვიდან გაგზავნილი იური კადი უდგას სათავეში.