Loading data...
აბას არაღჩი: ირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმას

ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი „არცერთ მხარესთან“ არ აპირებს შეთანხმებას, სანამ ისრაელის ცეცხლის ქვეშ არის. ინფორმაციაზე THE TIMES OF ISRAEL საუბრობს. 

როგორც მედიაში ვრცელდება, არაღჩი დღეს, 20 ივნისს აპირებს ჟენევაში გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, დეესკალაციის განსახილველად.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების სურვილი აქვს შეერთებულ შტატებსაც, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მაგრამ თეირანი უარს აცხადებს. 

„აშშ-სთან მოლაპარაკებების ადგილი არ არის მანამ, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება“, - ამბობს არაღჩი და აშშ-ს ბრალს სდებს „ირანის წინააღმდეგ ისრაელის დანაშაულის პარტნიორობაში“.