269 საბრძოლო შეტაკება ფრონტზე და შეტევა პოკროვსკის მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

4 მაისს, ფრონტის მთელ ხაზზე 269 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. ყველაზე ცხელი იყო პოკროვსკის მიმართულება, - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ, რაც ძირს უთხრის აგრესორის შეტევით პოტენციალს.
4 მაისს, თავდაცვის ძალების ავიაციამ, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დარტყმები მიაყენეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 14 ადგილს, ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემას, ელექტრონულ საბრძოლო სადგურს, საარტილერიო სისტემას და აგრესორის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტს.
საერთო ჯამში, რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა გასულ დღეს 1 260 ადამიანი შეადგინა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ასევე, გაანეიტრალეს ოკუპანტების კუთვნილი ხუთი ტანკი, რვა ჯავშანტექნიკა, 43 საარტილერიო სისტემა, 137 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 109 ერთეული საავტომობილო ტექნიკა“,- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.