Loading data...
200-ზე მეტი თავდასხმა და უმეტესობა პოკროვსკის და კურახოვოს მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ფრონტზე 227-ჯერ შეუტიეს. თავდასხმების უმეტესობა პოკროვსკის და კურახოვოს მიმართულებით მოხდა. იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი.

გენშტაბის ცნობით, პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს აგრესორის 55 თავდასხმა. ბრძოლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია იყო დაჩენსკის მახლობლად. გარდა ამისა, თავდაცვის ძალებმა მოიგერია 47 თავდასხმა კურახოვოს მიმართულებით. ავიაციის აქტიური გამოყენებით, ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას.

ოპერაცია კურსკის რაიონში მიმდინარეობს. გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 197 საარტილერიო ჭურვი ესროლა.

გასულ დღეს, 23 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის დანაკარგებმა შეადგინა 1 020 ჯარისკაცი. უკრაინელმა სამხედროებმა, ასევე, გაანადგურეს ოთხი ტანკი, 17 ჯავშანტექნიკა, ხუთი საარტილერიო სისტემა, ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 14 მანქანა.