1739019659
კონფლიქტები
20 ოფიცერი დაიღუპა კურსკის რეგიონში რუსეთის სამეთაურო პუნქტზე დარტყმის შედეგად - ზელენსკი

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტს 3 თებერვალს დაარტყეს. ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს ოფიცერთა კორპუსში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, იქ ბევრი ოფიცერი დაიღუპა.
„მითხრეს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 20 ოფიცერი. მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელი და რუსი ოფიცრები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.