109 საბრძოლო შეტაკება ფრონტზე და შეტევა პოკროვსკის მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

31 მარტს ფრონტზე 109 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსი ოკუპანტები ყველაზე აქტიურები არიან პოკროვსკის მიმართულებით, სადაც მათ უკვე განახორციელეს 36 შეტევა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ჩაატარა ერთი წარუმატებელი შეტევითი ოპერაცია ვოვჩანსკის რაიონში.
კუპიანსკის მიმართულებით აგრესორმა ოთხჯერ შეუტია, შეტაკება ამ დრომდე გრძელდება.
ლიმანის მიმართულებით დამპყრობლის არმიამ 14-ჯერ შეუტია დოლინას და ნოვომიხაილოვკას მიმართულებით. ამ დროისთვის ექვსი საბრძოლო შეტაკება მიმდინარეობს.
სივერსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის ორი შეტევა ბილოგორივკასა და ივანო-დარიივკას მახლობლად.
კრამატორსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა შეაჩერეს ოკუპანტების ოთხი მცდელობა, წინ წასულიყვნენ ჩასივ-იარის მიდამოში, კიდევ ორი შეტევა მიმდინარეობს.
ტორეცკის მიმართულებით აგრესორმა ათჯერ შეუტია. ოთხი საბრძოლო შეტაკება მიმდინარეობს.
პოკროვსკის მიმართულებით, დღის დასაწყისიდან, დამპყრობლებს 36 მცდელობა ჰქონდათ, განედევნათ უკრაინის დამცველები ოკუპირებული პოზიციებიდან.
თავდაცვის ძალები აკავებენ აგრესორის შეტევას და უკვე შეაჩერეს 28 შეტევა. ბრძოლა არ წყდება. პოკროვსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
გულიაიპოლეს მიმართულებით ოკუპანტმა რვა თავდასხმა განახორციელა ნოვოსილკას მახლობლად. გარდა ამისა, მოწინააღმდეგემ საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ორეხოვოს მიმართულებით დამპყრობელმა შვიდჯერ შეუტია უკრაინის დამცველების პოზიციებს, ორი საბრძოლო შეტაკება ამ დრომდე გრძელდება.
დნეპრის მიმართულებით აგრესორმა ჩაატარა ერთი შეტევითი ოპერაცია, მაგრამ წარუმატებელი.
კურსკის რაიონში უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის 9 თავდასხმა მოიგერიეს და კიდევ ხუთი შეტაკება ამ დრომდე გრძელდება. დღის დასაწყისიდან მოწინააღმდეგემ განახორციელა 14 საჰაერო დარტყმა, ჩამოაგდო სულ 24 მართვადი საჰაერო ბომბი უკრაინული ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.