Loading data...
106 საბრძოლო შეტაკება და 30-ზე მეტი მოგერიებული შეტევა ავდეევკის მიმართულებით

უკრაინელმა დამცველებმა დღის განმავლობაში ავდეევკის მიმართულებით რუსი ოკუპანტების 31 თავდასხმა მოიგერიეს, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის განმავლობაში 106 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მოწინააღმდეგემ ორი სარაკეტო და 58 საჰაერო დარტყმა განახორციელა,  უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

„კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ცხრა თავდასხმა სინკოვკას, კისლივკას, ხარკოვის ოლქის ბერესტოვკას დასახლებებში.

ლიმანის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 12 თავდასხმა, საარტილერიო ცეცხლის შედეგად 10-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 19 თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბილოგორივკას დასახლებებში, ოკუპანტი ავიაციის მხარდაჭერით, ცდილობდა ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, დამპყრობლებმა, ასევე, განახორციელეს საჰაერო თავდასხმა დონეცკის ოლქის დრუჟბას დასახლების მიდამოში და 10-ზე მეტ დასახლებას საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

ავდეევკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 31 თავდასხმა, სადაც დამპყრობელი ცდილობდა უკრაინული ქვედანაყოფების განდევნას ოკუპირებული ხაზებიდან.

დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა დაარტყა პერსონალის ცხრა კონცენტრაციის ზონას და ერთ ოკუპანტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს. სარაკეტო დანაყოფებმა დააზიანა საბრძოლო მასალის ორი საცავი, ერთი საარტილერიო სისტემა და ერთი ოკუპანტის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი“, - ნათქვამია განცხადებაში.