1751645614
ეკონომიკა
ზურაბ ჩხაიძე: პრემიერმა შეხვედრაზე მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით

„კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მაღალი დონის პრეზენტაცია წარმოადგინა.
მისი თქმით, ეს გეგმა წინა პერიოდის გეგმებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.
„საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად, ქვეყნის გამოწვევა. პრეზენტაციაში იყო ენერგეტიკული, დემოგრაფიული მხარეები, ზოგადად, ქვეყნის განვითარება და კურსი“, - აღნიშნა ჩხაიძემ.