Loading data...
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე: დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს გლობალურ ლოჯისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად

„ჩვენ დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს გლობალურ ლოჯისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად“, - ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

კუდრატოვის თქმით, ვიზიტისას საქართველოს ერთ-ერთ პორტში უზბეკეთის ლოჯისტიკური და წარმოების ჰაბის მოსაწყობად რამდენიმე ვარიანტი განიხილეს.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი ეკონომიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა.