Loading data...
„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: პირველადი მოხმარების საქონელი 6 პროცენტამდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია - სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება

„უნივერსამის“ დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც „ქეშბექი“ არ აქვს და მინიმალური ფასნამატით იყიდება.

ღუდუშაურის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტების თვითღირებულების ხარჯის დასაბალანსებლად, სხვა პროდუქციის „ქეშბექს“ იყენებს, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, პირველადი მოხმარების ნივთები გაძვირდებოდა. „პროდუქციაში, რომელსაც „ქეშბექი“ არ აქვს და აქვს მინიმალური ფასნამატი, შედის სიგარეტი და ის პირველადი მოხმარების საქონელი, რომელიც 6 პროცენტამდე ფასნამატით იყიდება დღესდღეობით სუპერმარკეტებიდან.

6 პროცენტით გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი მაქვს 17 პროცენტი - მე ეს სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, მივიღებთ სურათს, რომ ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება. ანუ, მე ამ „ქეშბექს“ ვხმარობ წმინდა შემოსავალში და ვაკლებ ჯამურად ფასს. პროცენტს ვერ კონკრეტულად იმ ღვინოზე ავსახავ თუ არა, დაზუსტებით გიპასუხებთ რომ - არა. მე რომ შაქრის გაყიდვიდან ხარჯი მაქვს 17 პროცენტი, შაქარს 17 პროცენტს ვერ ვამატებ და რაღაცით უნდა დავიბალანსო. სხვა შემთხვევაში, ღვინო გაგვიიაფდება 20%-ით და შაქარი გაგვიძვირდება 10%-ით, იმიტომ, რომ იქ „ქეშბექი“ არ არსებობს, იმის ფასნამატი არის 5-6 პროცენტი, მათ შორის, სიგარეტზე და ჩვენ სხვადასხვა პროდუქციიდან მიღებული მარკეტინგული შემოსავლით, სუბსიდირებას ვუწევთ იმ პირველადი მოხმარების საქონელს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.