Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის
„ეს არის გრანდიოზული პროექტი, უამრავი გამოწვევითა და სირთულით“, - ასე აფასებს რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორის, Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი ფლორიან სტანჩიუ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს, რომელზე მსჯელობაც ბაქოში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალზე შედგა.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს ოთხ იურისდიქციასთან, ოთხ მარეგულირებელთან და ოთხ მონაწილესთან.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა უბრალოდ დიდი, არამედ მეგა პროექტი გვაქვს. პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის. აქ ორი მთავარი ფაქტორია: პირველი - მიწოდების უსაფრთხოება, ვინაიდან განახლებადი ენერგიის დამატებითი წყაროების არსებობა რეგიონს მეტ უსაფრთხოებას სძენს; და მეორე - ჩვენ შევძლებთ ფასების ნორმალიზებას, რადგან, როგორც ხედავთ, ევროპაში ფასების თვალსაზრისით რეგიონებს შორის უზარმაზარი სხვაობა შეინიშნება.
ასე რომ, ჩვენი მოლოდინია, რომ დროთა განმავლობაში ეს ფასები ნორმალიზდება“, - აღნიშნა ფლორიან სტანჩიუმ.