თამარ იოსელიანი: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კვლევის მიხედვით თანხვედრაში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში და ასევე, სხვა ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, 2040 წლისთვის ტვირთბრუნვა დერეფანში დაახლოებით ოთხჯერ გაიზრდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა გუშინ. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, შუა დერეფანს მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის მთავარი მიგნებები, რაც კვლევამ დაადგინა. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კვლევის მიხედვით თანხვედრაში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში და ასევე, სხვა ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, 2040 წლისთვის ტვირთბრუნვა დერეფანში დაახლოებით ოთხჯერ გაიზრდება. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტვირთის ტრანსპორტირების დრო დაახლოებით 2/3-ით შემცირდება.
ასევე, გამოვყოფდი იმ ფაქტსაც, რომ ზოგადად, დერეფნის მასპინძელ ქვეყნებზეა საუბარი და მშპ-ს ზრდაზე, იმ ეკონომიკურ ეფექტზე, რასაც აღნიშნული პროექტების განხორციელება მოიტანს. შესაბამისად, საშუალოდ 3,3%-ით გაიზრდება მშპ. საქართველოს შემთხვევაში კი დაახლოებით 3,6 პროცენტზე გვაქვს საუბარი“, - განაცხადა მან.