Loading data...
თამარ იოსელიანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე: დარწმუნებულები ვართ, მალე მილსადენი სრულად დაიტვირთება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ბევრად მეტი სარგებელი მიიღოს და შეასრულოს როლი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირების განახლებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ბაქო-სუფსის მილსადენი არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან.

„ის 2022 წლამდე სრული დატვირთვით მუშაობდა, რამდენიმე წელია, სამწუხაროდ, აღნიშნული მილსადენი არ არის დატვირთული და შესაბამისად, სულ რამდენიმე გემთშემოსვლა გვქონდა სუფსის ნავსადგურში. თუმცა, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არის მიღებული - მრავალთვიანი მოლაპარაკების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მილსადენის სრულად ოპერირების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე სუფსის მილსადენი სრულად დაიტვირთება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, რომ ბევრად მეტი სარგებელი მიიღოს და შეასრულოს ის როლი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა. გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ამას აქვს სტრატეგიული დანიშნულება და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ის ძირითადი ბირთვი, რაც აკავშირებს რეგიონს ერთმანეთთან, ამ შემთხვევაში ცენტრალურ აზიას ევროპასთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.