თამარ ჩხეიძე: ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურობა დაფიქსირდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მანამდე არ ყოფილა
„პირდაპირმა ფრენებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორების ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა. ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურობა დაფიქსირდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მანამდე არ ყოფილა“, - განაცხადა სასტუმრო პარაგრაფის გაყიდვების მენეჯერმა თამარ ჩხეიძემ.
მან, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული მარკეტინგული კამპანიები სამიზნე ბაზრებზე და აღნიშნა მათი პოზიტიური გავლენა საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე გაყიდვებზე.
თამარ ჩხეიძის თქმით, უკვე დაგეგმილია 2026-2027 წლების ვიზიტებიც, რაც მათ ბაზარზე პოზიციონირებას ხელს მეტად შეუწყობს. ასევე, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, ჩანიშნულია დიდ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებაც.
ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.