Loading data...
სოფო აზარაშვილი საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებასთან დაკავშირებით: ტურიზმის მზარდი სტატისტიკა ბიზნესს მეტ მოტივაციას გვაძლევს

საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

ტურისტული სააგენტოს Voyager-ის დირექტორის სოფო აზარაშვილის განცხადებით, დარგის მზარდი სტატისტიკა ტურისტულ სააგენტოებს მეტ მოტივაციას აძლევს.

„2025 წელი ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო - 15%-იანი ზრდა გვქონდა. 2025 წელს საქართველოს ავიაბაზარზე ბევრი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, რამაც გაზარდა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა ბევრ საერთაშორისო ვიზიტორს ენახა. ასევე, გამოვყოფდი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებს, სადაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა. მომავალი წელი კიდევ უფრო მეტად დატვირთული და აქტიური უნდა იყოს. უკვე გვაქვს გეგმებიც. ვაპირებთ, რომ ჩინეთის ბაზარი მეტად ავითვისოთ, რა თქმა უნდა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დახმარებით. დაგეგმილია გამოფენაც, რომელში მონაწილეობასაც აუცილებლად მივიღებთ“, - აღნიშნა აზარაშვილმა.