შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმი 2025

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” შავი ზღვის რეგიონის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმს უმასპინძლა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ენერგოსექტორში თანამედროვე საინჟინრო მიდგომების გაზიარებასა და რეგიონის ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა გახსნეს.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმი რეგიონში პირველად გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესების მოდელირება, სისტემის
დინამიკური მდგრადობისა და საიმედოობის ანალიზი, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე ენერგოსისტემების უწყვეტი და უსაფრთხო ოპერირებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვასა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები და სხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.
ფორუმს, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაცია CIGRE-ს ექსპერტები და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ ინოვაციურ და თანამედროვე საინჟინრო მიდგომებზე, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის საიმედო და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
მსგავსი ფორმატის ღონისძიებები არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს, არამედ სამომავლოდ საფუძველს უყრის შეიქმნას ახალი პლატფორმა რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის
თანამშრომლობისთვის.