სების ინფორმაციით, კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 20%-ით გაიზარდა
კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სების ცნობით, სექტემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში 29 748,39 მილიონი ლარის დეპოზიტი ირიცხებოდა, რაც წლიურ ჭრილში 20%-იანი მატებაა. 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 24 811,16 მლნ ლარს აღწევდა. საგულისხმოა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის დეპოზიტების მოცულობა 29 491,43 მლნ ლარი იყო, შესაბამისად ზრდა თითქმის 1%-ია.
დეპოზიტების მიმდინარე მაჩვენებლებიდან 25%-ი მოთხოვნამდე დეპოზიტები, ხოლო 51%-ი ვადიანი დეპოზიტები. წლიურ ჭრილში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 36%-ითაა გაზრდილი და 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 15 085,07 მლნ ლარს აღწევს. ვადიანი დეპოზიტებიდან ყველაზე მოთხოვნადი 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებია, რომელზედაც ვადიან დეპოზიტების 45%-ი ანუ 6 750,96 მლნ ლარი მოდის.
2024 წლის სექტემბრისთვის დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,95%-ს შეადგენდა.