Loading data...
სები: 2024 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 88.4 მლრდ ლარს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოს ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით (50%-ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით). 

სების ცნობით, 2024 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 88.4 მლრდ ლარს შეადგენს.

ამავე ინფორმაციით, საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.