Loading data...
სასტუმრო „პულმან თბილისის“ გენერალური მენეჯერი: 2026 წელს ველოდებით როგორც საქმიანი ტურიზმის ზრდას საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ტურისტული ჯგუფების აქტიურობას

„2025 წელი სასტუმრო პულმანისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალი. ვიზიტორების დიდი პროცენტულობა გვსტუმრობდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან. საერთაშორისო კონფერენციების კუთხითაც აქტიურობდნენ ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები“, - ამბობს სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის გენერალური მენეჯერი სებასტიენ ვინსენტი.

მისი თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება.

„2026 წელს ველოდებით როგორც საქმიანი ტურიზმის ზრდას საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ტურისტული ჯგუფების ზემოთ აღნიშნული ქვეყნებიდან“, - სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.