1748589882
ეკონომიკა
საქსტატი: აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა, 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.8%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები
- ტრანსპორტი და დასაწყობება
ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში.