1752480197
ეკონომიკა
საქსტატი: 2025 წლის იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 933.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 933.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 3 234.2 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 13.7%-ით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 12.4%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 465.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.