Loading data...
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.

გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.6% შეადგინა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია და ოქტომბერში 2.4% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია ოქტომბერში 2.5%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 1.5 პპ-ით შემცირდა და წლიურმა მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 0.6 პპ-ით შემცირდა და 49.2% შეადგინა
  • სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.3 პპ-ით შემცირდა და 42.4%-ის დონეზეა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - სექტემბერში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 0.3%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -1.5 პპ კონტრიბუციით, ხოლო შუალედური მოხმარების საქონლის დადებითმა კონტრიბუციამ 1.3 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 14.2%-ით გაიზარდა და 703.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო შუალედური მოხმარების საქონლისა (8.3 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო საქონლის (6.1 პპ კონტრიბუციით) ექსპორტის ზრდით
  • სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 224.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.4 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა