Loading data...
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები Alimentaria 2026-ზე წარსდგნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 9 ქართულმა კომპანიამ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე ქართულმა პროდუქციამ ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

Alimentaria მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც საკვები და სასმელი სექტორისთვის, ასევე სტუმართმასპინძლობის და საკვები მომსახურების სფეროში.

წელს გამოფენა 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 3,200-ზე მეტ მონაწილე კომპანიას 70-მდე ქვეყნიდან და 108,000 -მდე ვიზიტორს 120 ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 1500-ჯერ მიიღეს მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში.

ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.