Loading data...
რას ნიშნავს „ქეშბექი“ ქსელურ მაღაზიასა და მწარმოებელს შორის - შოთა ბერეკაშვილის განმარტება

ბიზნესთან ურთიერთობაში ბევრი აღმოჩენა გავაკეთეთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

ბერეკაშვილმა ქსელურ მარკეტებსა და მწარმოებლებს შორის ურთიერთობის ჯაჭვზე ისაუბრა.

„ბიზნესთან ურთიერთობაში ბევრი აღმოჩენა გავაკეთეთ. „ქეშბექზე“ იყო საუბარი. ახლა ეს რას ნიშნავს. მაგალითად ჭიქა ღირს 10 ლარი. საცალო ქსელი მწარმოებელს ეუბნება, რომ შენ 10 ლარად მომაწოდე, თუ გაიყიდება რაღაც რაოდენობა, შემდეგ 5 ლარს დამიკლებ, ან უკან მოგცემ.

ეს არის ურთიერთობის რაღაც ჯაჭვი, მაგრამ ქსელურ მაღაზიას საშუალებას აძლევს, როდესაც სურვილი აქვს, დიდი ფასდაკლება გამოაცხადოს, უპირატეს პოზიციაზე აყენებს და ოდნავი დაკლებაც ძალიან ზრდის გაყიდვებს. ეს ყველაფერი ხდება მწარმოებლის ხარჯზე.

მწარმოებელი, რომელიც არის ქვედა რგოლში, დამატებით ხარჯებს იღებს. როდესაც ქსელს ათასზე მეტი მაღაზია აქვს, ბაზარზე დომინაცია, ის არის ფასის შემქმნელი“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.