პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა.
„ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი. ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი ეკონომიკა დღეს რომ იყოს ლარში 104.5 მლრდ ლარის მაგივრად 200 მლრდ ლარი, რა თქმა უნდა, გვექნებოდა იგივე მოცემულობა, რაც არის საფრანგეთში დღეს.
ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა. რაც შეხება იმას, ხელფასი ჩამორჩება ინფლაციას თუ პირიქით, მარტივი ციფრებია, ხელფასები გაიზარდა ამ 3 წლის განმავლობაში 47.9%-ით და სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 9.7%-ით. 5-ჯერ გაასწრო ხელფასების ზრდამ ინფლაციის ზრდას და ეს არის მარტივი მაჩვენებელი. ამას ვერ მოიტყუები.
საშუალო ხელფასს ვერ მოიტყუები იმიტომ, რომ პირდაპირ დევს მონაცემები საშემოსავლო გადასახადის. შეიძლება რაღაც უწყებამ რაღაც მოიტყუოს, მაგრამ ადამიანები გადასახადს იხდიან. მილიონი ადამიანი იხდის გადასახადს, რომელიც არის პროპორციულად გაზრდილი. შესაბამისად, უტყუარი მაჩვენებელია ის, რომ მონაცემები ამ შემთხვევაში ასახავს რეალობას.
რაც შეეხება ინფლაციას, აქაც პირდაპირ გადასახადებს იხდიან შესაბამისი კომპანიები, მათ შორის რითეილი და ა.შ. აქაც ინფლაციას ვერ მოტყუები გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადასახადებზეც აისახება. კიდევ ერთხელ, 5-ჯერ გაასწრო საშუალო ხელფასის ზრდამ და შესაბამისად, შემოსავლების და ხარჯების ზრდამ ინფლაციის მაჩვენებელს“, - განაცხადა პრემიერმა.