1744818797
ეკონომიკა
ნათია თურნავა EBRD-ის წევრი ქვეყნების ჯგუფის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტსს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის დირექტორთან ტამაშ ვოჟნიტსს გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა EBRD-ის როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა EBRD-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის მიმართულებით.