ნატალია კვაჭანტირაძე: მისასალმებელია ზრდის ტენდენცია - 5-8%-იანი ზრდა აღინიშნება, გასულ წელთან შედარებით, რაც მეტ მოტივაციას აძლევს ბიზნესს
„თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა 2025 წლის ტურისტული სეზონის შეჯამების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, დიდ როლს თამაშობს კერძო სექტორიც და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ზრდის ტენდენცია - 5-8%-იანი ზრდა აღინიშნება, გასულ წელთან შედარებით, რაც მეტ მოტივაციას აძლევს ბიზნესს.
ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო ინტენსიური გახდება სამუშაო პროცესი, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე, ახალი ქვეყნების და პარტნიორების მოძიების ნაწილში, რომ მეტად ოპტიმისტურად შეხვდნენ მოახლოებულ სეზონებს, როგორც ზაფხულის, ასევე, ზამთრის ტურისტული სეზონის ნაწილში“, - აღნიშნავს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ნატალია კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.