Loading data...
მიხეილ დუნდუა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე: საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და არის 35-ე ადგილზე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, 100%-იანი შეფასებით, საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა 69.6%-ით.

„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის მიხედვით, გლობალური გამოკვლევის საფუძველზე საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა 69.6%-ით, შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველო არის 35-ე ადგილზე ეკონომიკის თავისუფლების თვალსაზრისით და არის ევროპის საუკეთესო ოცეულში. დადებითად არის შეფასებული კანონის უზენაესობის მაჩვენებელი. სასამართლოს ობიექტურობისა და მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებელი“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ცნობისთვის, მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკურმა ცენტრმა - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2026 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.