Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ 4 საათიანი, ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ, ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე

ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთ საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.