მარიამ ქვრივიშვილი სომხეთში ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ასევე ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან.
მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.
ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.