1761151688
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენ ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს

„ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა. გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, პანელურ სესიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
მისივე განცხადებით, პოზიციონირება მოხდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით, რომ ქვეყანა ნამდვილ ჰაბად ჩამოყალიბდეს.