Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა, დღევანდელმა დღემ დიდი წარმატებით ჩაიარა

ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა, 70-ზე მეტი ქვეყნიდან 2300-ზე მეტი დელეგატი იმყოფება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე საუბრისას.

მისი შეფასებით, დღევანდელმა დღემ დიდი წარმატებით ჩაიარა.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიები, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები, ერთი მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მეორე მხრივ, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პარტნიორ ქვეყნებთან გვემსჯელა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დაგეგმილ პროექტზე, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, მეორე მხრივ, ერთობლივად დავგეგმეთ ბევრი ხელშესახები ახალი ინიციატივა და გეგმა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს გააძლიერებს. გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა „ემაარ ჯგუფის“ დამფუძნებლისთვის, რომელიც იმყოფება საქართველოში. შევძელით და ხელი მოვაწერეთ ახალ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საწარმო დაფუძნდება. ზოგადად, დღევანდელმა დღემ დიდი წარმატებით ჩაიარა. მოხარულები ვართ, კერძო სექტორსაც მივეცით შესაძლებლობა, ჰქონოდათ შეხვედრები როგორც სამთავრობო, ისე შიდა და საერთაშორისო კომპანიებთან, იმისთვის, რომ გამოიყენონ ეს პლატფორმა ბიზნესსაქმიანობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.