Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ფორუმზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებზე.

მინისტერიალში საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად, მონაწილეობდნენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.

„ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის. ამასთანავე, მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივად უმნიშვნელოვანეს პროექტთან ერთად, ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას.

საქართველო მზად არის, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წასახალისებლად და ოთხი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.