Loading data...
ლევან ვეფხვაძე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე: გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს

„გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ“, - აღნიშნავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რითაც მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრას ეხმიანება. 

„დღეს, ვხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა - იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა; იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც ინდივიდუალურად პროექტების სახით საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს და ა.შ.

ასე რომ, გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე. 

ინფორმაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.