1746428352
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს შეხვდა.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასა და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.
კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ფონდში საქართველოს დონორის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას.
რეიჩელ ტომპსონმა გამოთქვა მზაობა, ქვეყანასთან პარტნიორობა გაგრძელდეს სხვადასხვა მიმართულებით.