1753794184
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7070 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7075 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1344 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1583 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა და მისი ღირებულება 0.0667 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 ივლისს შევა ძალაში.