Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7349 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7357 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0984 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1042 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0700 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 მაისს შევა ძალაში.