Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6290 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9975 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9984 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0556 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 ივლისს შევა ძალაში.