Loading data...
ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7399 ლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7399 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7613 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9670 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9886 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0838 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 ივლისს შევა ძალაში.