1795007003
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8447 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8495 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0514 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 ნოემბერს შევა ძალაში.