1791378148
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9115 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9263 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0529 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 8 ოქტომბერს შევა ძალაში.