1790773649
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6047 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6051 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9576 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9552 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0531 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელ ოქტომბერს შევა ძალაში.