Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6278 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9916 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9849 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0554 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 ივლისს შევა ძალაში.