1777381420
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1481 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1627 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0598 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 აპრილს შევა ძალაში.